„მოვუწოდებ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის მომავალს“ – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა:

-„ამნისტიის კანონპროექტმა უნდა შეძლოს უთანხმოების ფურცლის გადაშლა, ამიტომ მოვუწოდებ ოპოზიციას, მხარი დაუჭირონ მას და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება. რასაც ოპოზიცია ამ კანონპროექტზე კარგავს, ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვან საკითხებს აკლდება.

ეს კანონპროექტი არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, არც დღეს არ გახლავთ რაღაც მნიშვნელოვანი საჭიროება, რომ ვინმემ თქვას, ეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება და ამიტომ ვიღებთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ დროა, მივიღოთ ეს პროექტი და გადავიდეთ უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირდება“.

კომენტარები