მოზარდების მკვლელობის საქმე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

ხორავას ქუჩის საქმე – სააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით,  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდბეულ გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა უფლებადამცველი ამბობს, რომ მოსამართლემ მისჯილი სასჯელი დაამძიმა და 11 წელი და 3 თვე განსაზღვრა.

„ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა პირდაპირ მიუთითა, რომ გ.ბ-ს მონაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. დადუნაშვილის ეპიზოდში რასაც აპელირებდა დაცვის მხარე არ გაიზიარა და პირველი ინსტანციის სასამართლო კვლავ დატოვა ძალაში.

მაგრამ მოხდა ერთი გაურკვეველი რამ. გ.ბ-ს ჰქონდა 10 წელი და ექვსი თქვე მისჯილი და სასამართლომ ახალი განაჩენით გ.ბ-ს მიუსაჯა 11 წელი და სამი თვე.

სასამართლომ სიტყვა-სიტყვით აღნიშნა, რომ გ.ბ.ს მონაწილეობა არ მიუღია სარალიძის მკვლელობაში, ანუ რასაც ითხოვდა დაცვის მხარე სარალიძესთან ეპიზოდთან დაკავშირებით გაიზიარა სასამართლომ, უბრალოდ ცოტა გაუგებარია, რატომ დაამძიმა სასჯელი, “-აცხადებს საქმის პროკურორი.

კომენტარები