„მოითხოვს საქართველოსგან, ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. შეხვდა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, – ეს მოთხოვნა იყო პრინციპული“ – სოსო მანჯავიძე

ალტინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“.

სტუმარი: სოსო მანჯავიძე – პოლიტოლოგი

-„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია, ინგლისის თავდაცვის მინისტრია ჩამოსული, რომელიც მოითხოვს საქართველოსგან, ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში. ეს გავრცელდა რუსულ წყაროებშიც, დასავლურ წყაროებშიც, ჩვენთან ეს ყურადღების მიღმა დარჩა. როგორც გადმოცემს წყარო, შეხვდა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, სადაც ეს მოთხოვნა იყო პრინციპული.

სიტუაცია არის ძალიან კომიკური და ამავე დროს ცინიკურიც, ჩვენგან მოითხოვენ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვას ის ქვეყნები, რომლებიც თვითონ არ ერთვებიან საბრძოლო მოქმედებებში იმიტომ, რომ არ გაამწვავონ და არ გამოიწვიონ ატომური პასუხი.

თურმე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ შეშფოთებული შესაძლო ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებით, რაზეც ღიად საუბრობს რუსეთის მხარე. ჩვენ ამ შემთხვევაში არ ვითვლებით, ჩვენ თუ მოვხვდებით ასეთ მდგომარეობაში, ეგ არაფერი, მთავარია ნატო იყოს დაცული!..“ -განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

გადაცემა ნახეთ

აქ: 👇 

ვიდეო – https://www.facebook.com/100003679983516/videos/918816102122808/

კომენტარები