“მოკლეს ეს კაცი! ნელ-ნელა მოკლეს! დამნაშავეებს კი არ სჯიან!” – მეა ლომაია:

 – “არ დამავიწყდება კობა დავითაშვილის პოსტი, გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე: წამლის ფული არ მაქვსო, რომ ტკივილები შევიმსუბუქოო. ბოლოს ისიც დაწერა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” დამიფინანსაო წამლები და ამისთვის მადლობაო ირმა ინაშვილს. გახარებული იყო.
არც მთავრობამ უპატრონა ამ კაცს, წინა მთავრობამ კი საერთოდ აწამა, რამაც დაავადება გამოიწვია. მოკლეს ეს კაცი! ნელ-ნელა მოკლეს! დამნაშავეებს კი არ სჯიან.
ამ დაუსჯელობით და განუკითხაობით ოცნება ნაცების გზას დაადგა. მეტიც, დამნაშავე ნაცები თავის რიგებში შეიყვანეს. ძველი მებრძოლი ხალხი კი გაყარეს და ახლა ოცნება თვითონაა ნაციონალური მოძრაობა.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს კობა!
გვაპატიოს, რომ ამ პოლიტიკას გადავაყოლეთ მისი სიცოცხლე. გვაპატიოს, რომ ეს ნაც-ქოცები ვერ მოვიშორეთ”

 – წერს მეა ლომაია

კომენტარები