მოლაპარაკებები გამორიცხულია – ილჰამ ალიევი ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ეტაპზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამორიცხულია.

-„მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან ბევრი შეხვედრა მქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, აცხადებდა, – ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად იყო, შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ამიტომაც, ამ ეტაპზე მასთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა ესპანურ სააგენტო EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები