მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა რუსულ გაზზე ფასის დაკლება დააანონსა

დოდონმა ფეისბუქში რუსეთის გაზზე ფასდაკლება დააანონსა. მოსკოვში, კრემლში დოდონი პირისპირ შეხვდა და ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. „პრინციპულად მოვილაპარაკეთ და შევათანხმეთ გაზის საკითხებში თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები, რაც უკვე ამ ეტაპზე გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ მოლდოვაში გაზის მომხმარებელს ფასი არ გაეზრდება. უკვე 1 ოქტომბრიდან რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე ფასი შემცირდება“. დოდონის თქმით, პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოლდოვის საგარეო და საშინაო საკითხები.
წყარო: russian.rt.com

კომენტარები