მოლებში მომხმარებლის გადაადგილება ვიდეოკონტროლით განხორციელდება – რეკომენდაციები

მოლებში მომხმარებლის გადაადგილება ვიდეოკონტროლით განხორციელდება.

-„მოლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ვართ შეჯერებული. ემზადებიან, ტექნიკური დეტალი გვქონდა დარჩენილი.რამდენად სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას და ამ მოთხოვნების დამკაყოფილებას, ეს მათზეა დამოკიდებული.

მოლებში შემოგვაქვს ერთიანი ვიდეოსკრინინგის ვალდებულება. ბევრი ადამიანი შედის, უნდა ხდებოდეს ვიდეოკამერით კონტროლი. რომელიმე ადამიანს ტემპერატურა თუ დაუფიქსირდება, ავტომატურად კამერა აჩვენებს, რომ რისკია და შესაბამისი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს.

უნდა მოხდეს რიგის კონტროლი, პირბადე აუცილებელი იქნება. ყველაზე ხშირად შეხებად ზედაპირებს დაამუშავებენ. სრული დეზინფექცია  ყოველდღიურად ჩატარდება.

ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა გარედან შემოსული სუფთა ჰაერის მაღალი კონცეტრაცია“, – განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ გადაცემაში „დილის შოუ“.

 

კომენტარები