„მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია – კომუნალური გადასახადების სუბსიდირება 2021 წელსაც გაგრძელდება“ – ივანე მაჭავარიანი

მთავრობის სხდომა გაიმართა.

-„ერთი, რაც შემიძლია გითხრათ დანამდვილებით, ეს პროგრამა დაიწყო, მომავალ წელს გაგრძელდება , ეს არის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება. ეს კარგი პროგრამაა, დახმარების კარგი პაკეტია, პროგრამა მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე შეტანილია.

ფარავს 4 თვეს – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. იმ წელს ეს იქნება საკომპენსაციო პაკეტებში. სხვა სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ უახლოეს მომავალში მოგახსენებთ“, – განაცხადა  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

პირველი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები ანაზღაურდება, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს.  ეს იქნება ნოემბრიდან ოთხი თვე.

 

კომენტარები