„გვაქვს მესამე ეტაპი, რომელსაც უახლოეს პერიოში დავაანონსებთ და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ“
თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა:
„ფასების რეგულირების საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. ჩვენს გეგმებში ფასების რეგულირება არ შედის. გვაქვს მესამე ეტაპი, რომელსაც უახლოეს პერიოში დავაანონსებთ და ამაზე ახლა არ ვისაუბრებ.
არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციას, გაზრდილი ტარიფებიდან და გადატვირთული ტაქსებიდან გამომდინარე გაიზარდოს გარდამავლი პერიოდის ვადა, ამის რეალური მიზეზი და საფუძველი არსებობს.
1-ელი ოქტომბერს შევიდა ცვლილებები ტაქსის ბაზარზე. ამან გარკვეული ცვლილებები გამოიწვია ფასებთან მიმართებით. მომდევნო დღეებში მოხდა ეტაპობრივი დარეგულირება.
ერთ-ერთმა ტაქსის კომპანიამ განცხადებაც გაავრცელა, რომელიც მსხვილი მიმწოდებელია ამ ბაზარზე. განმარტეს, თუ რა დინამიკა არის. იქნება თბილისის მერიის მთავრობის სხდომა და ფასებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიც გააკეთებს განმარტებას.
მთავარია, რომ დღეს საკმაოდ მზარდია ტაქსების რაოდენობა. ბოლო სამი საათის განმავლობაში 300 ერთეულით გაიზარდა A კატეგორიაში მომსახურების გამწევთა რაოდენობა, რაც არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი ერთ კონკრეტულ პერიოდში. დილით გვქონდა დაახლოებით 5500 მანქანა და ახლა არის დაახლოებით 5800-ზე მეტი მანქანა ჩართული“.
თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა.