მომიტინგეებო, ყურადღება მიაქციეთ თქვენი მძღოლების სიფხიზლეს! გახსოვდეთ – სახლში გელოდებიან! – შალვა ოგბაიძე:

– “რაიონებიდან ჩამოსული მომიტინგეების საყურადღებოდ!
ყოველგვარი ირონიის გარეშე გულწრფელად გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენი მძღოლების მდგომარეობას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მისი სიფხიზლის ხარისხს, აგრეთვე, მიუთითეთ სიჩქარის დადგენილი ლიმიტის გადაჭარბების და სხვა სახიფათო მანევრების შესრულებაზე. კატეგორიულად გირჩევთ-არ გააჩეროთ ავტომობილი ავტობანზე-ეს თქვენი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის კრიტიკულად სახიფათოა.
იმგზავრეთ უსაფრთხოდ.
გახსოვდეთ-სახლში გელოდებიან.
ჩვენ ერთი საქართველო გვაქვს-მშვიდობიანი მგზავრობა”
– წერს შალვა ოგბაიძე

 

კომენტარები