მომღერალი გამოსვლის დროს გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი დევიდ ოლნი აშშ-ში, ფლორიდის შტატში, საავტორო სიმღერების ფესტივალზე გამოსვლის დროს სცენაზე გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება  lenta.ru

ოლნის კონცერტი შაბათს, 18 იანვარს ტარდებოდა. 71 წლის მომღერალი სკამზე იჯდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. სცენაზე სხვა მუსიკოსებმა და მაყურებლებმა იფიქრეს, რომ მომღერალმა მცირე პაუზის გაკეთება გადაწყვიტა, ამიტომაც არც უცდიათ დახმარება.

კონცერტის მონაწილენი ამბობენ, რომ მომღერალი მესამე სიმღერის შესრულების დროს გახდა შეუძლოდ, მოიბოდიშა, გაჩუმდა და თავი ჩაქინდრა. მუსიკოსები შეეცადნენ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოეყვანათ გონს, მაგრამ ამაოდ.

მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.

წყარო: lenta.ru

კომენტარები