მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.
„საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმა მოქალაქე, რომლის ავტომობილში მყოფმა მისი ოჯახის წევრმა ქალბატონებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მათ, რის გამოც მოხდა მათი დაკავება. “ – ნათქვამია შსს განცხადებაში.
მომღერალი თიკა ჯამბურია თავისუფლების მოედანზე დააკავეს.

კომენტარები