მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა ევროპის გრან-პრის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში რუსეთის ნაკრები დაამარცხა. ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა, ხოლო რუსები ჯგუფში ჩატოვა.
“ბორჯღალოსნებმა” პირველი ტურის მატჩი ინგლისთან გამართეს და სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს. ბრიტანელთა უძლიერეს ნაკრებს 21:12 მოუგეს და ტურნირი უმნიშვნელოვანესი მოგებით გახსნეს.
მეორე ტურში მეტოქედ გერმანიის ნაკრები ჰყავდა. საბოლოო ჯამში ჯგუფის სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.
რუსეთთან დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. “ბორჯღალოსნებმა 22:17 გაიმარჯვეს, რითაც ტურნირის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს.

კომენტარები