„მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება“

-„არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება, შესაბამისად შეიძლება ეს ასახულიყო პურის ფასზე. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან, შედეგად, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. ​პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება, მინდა მოსახლეობას სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, – პურზე ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები