„მოსახლეობას უნდა მისცე რეკომენდაცია, ამის იქით ყველაფერი სისულელეა – ე. წ. ჯოგური იმუნიტეტი“ – ზურაბ ჯაფარიძე COVID-ზე

-„სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს ასაკოვანი და ქრონიკულად დაავადებული ადამიანების იზოლირებაში.

მანდ კითხვა ის კი არ არის, ხელისუფლებამ რა არ გააკეთა, არამედ კითხვა არის ის, – ხელისუფლებამ რატომ გააკეთა იმდენი სისულელე, რამდენიც გააკეთა. სულელური იყო ყველაფერი. სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსი, – ახასიათებს უფრო მაღალი სიმპტომი, რაც ახასიათებს სხვა რესპირატორულ ვირუსებს. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, – ის ზომები, რასაც ხელისუფლებამ მიმართა,  ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფული იქნებოდა . პოლიტიკური პარტიებიც, საზოგადოებაც და ამთ შორის, მედიაც მკაცრ რეაგირებას ითხოვდნენ და ამ ვითარებას შეყვა ხელისუფლებაც და მოგვევლინნენ ვითარების მსხსნელებად.

სინამდვილეში რაც იყო გასაკეთებელი და ახლა რაც არის გასაკეთებელი, ძალიან ნათელია. უნდა მისცე მოსახლეობას რეკომენდაცია, რასაც იძლევიან მეცნიერები, – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ა. შ. ამის იქით ყველაფერი სისულელეა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ მიიღო ასეთი ნაბიჯები, დღეს ყველა აღიარებს, – ეს იყო არასწორი.  სახელმწიფო შეიძლება დაეხმაროს ოჯახებს ასაკოვანი ადამიანების და ქრონიკულად დაავადებული ადამიანების იზოლირებაში. სხვა ეფექტი არ ექნება გარდა იმისა, – ე. წ. ჯოგური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს. მაგალითად, სკოლების დაკეტვას არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა  „გირჩმა“, ზურაბ ჯაფარიძემ COVID 19-თან დაკავშირებით “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

კომენტარები