“მოსახლეობა ერთი ბარძიმით ეზიარება და დღემდე არ ყოფილა ზიარებით გადადების პრეცედენტი!” – ნიკოლოზ დარსაველიძე:

 – “ტვ-1 გარეწრების საამქრო. მიეცათ სალაპარაკო. მამაო გარდაიცვალა კოვიდით თურმე. მამაოც რომ ჩვეულებრივი მოკვდავია, ეს არ იციან. ისინიც რომ ავადმყოფობენ, თურმე ახალია.
ვირუსის არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ის უარყოფს ვირუსის ზიარებით გადაცემას და მის ბუნებრივ წარმომავლობას.
აბასთუმნის ტუბ ზონაში, მთელი მოსახლეობა ერთი ბარძიმით ეზიარება, დღემდე არ ყოფილა ზიარებით გადადების პრეცედენტი. მოგეხსენებათ ტუბ-ჩხირი რა აგრესიისაა, კოვიდი სურდოა მასთან შედარებით!”
 – წერს ნიკოლოზ დარსაველიძე
კომენტარები