მოსახლეობის 51,4 პროცენტს კანალიზაცია არ აქვს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის 51,4 პროცენტს კანალიზაცია არ აქვს. წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევა, რომელიც 2018 წელს მოიცავს, საქსტატმა პირველ ივლისს გამოაქვეყნა.
ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ 2018 წელს კანალიზაციის ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 1,4 პროცენტით გაიზარდა და 1,81 მილიონი (48.6%) შეადგინა, ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა 0,6 პროცენტით და 1,34 მილიონს (36,0%) მიაღწია.

კომენტარები