„მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის გეგმა არსებული ტემპებით რთული შესასრულებელი“-დავით სერგეენკო

შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა:

-„გუშინ „რესპუბლიკურში“ კაბინეტების რაოდენობა გაიზარდა. აცრის გაკეთება შევძელი. დინამიკა მზარდია. ის, რომ დღევანდელი ტემპებით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება. ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება, საიტების რაოდენობაც გაიზრდება. რეალურად, მთელს მსოფლიოშია ტენდენცია, როცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამის მოლოდინები და პროგნოზები არსებობდა. ამისგან დაცვა არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დამუშავება, მობილობის შემცირება. მეორეს მხრივ, ვაქცინაცია რომ დავიწყოთ დღეში სამი-ხუთი ათასი კაცის ვაქცინირება, შედეგი შემოდგომისკენ იქნება. ასე რომ, ეს თვეები არის საფრთხილო.

მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის გეგმა არსებული ტემპებით რთული შესასრულებელი იქნება. მაგალითად, მე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ ავიცერი. თავიდან, როცა 55 წელზე ჩამოიწია, დარეგისტრირება ვერ შევძელი, რადგან ყველა ადგილი შევსებული იყო“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ  გასულ კვირას „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

კომენტარები