მოსკოველებმა მწვრთნელის გაშვება გადაწყვიტეს – „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამო“ დაამარცხა,

მოსკოვის „დინამოს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის  ძებნა დაიწყო.

ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“ ავრცელებს.

-„კირილ ნოვიკოვი, გუნდს სათავეში 2019 წლის დეკემბრიდან უდგას. შესაძლოა, ის გაათავისუფლონ. წყარო არ გამორიცხავს, ნოვიკოვმა გუნდს რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურშიც უხელმძღვანელოს, – მოსკოველები გროზნოს „ახმატს“ ხვდებიან,“ – წერს გამოცემა

ნოვიკოვის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის ზაფხულამდე. მისი გათავისუფლება 17 სექტემბერს გადაწყდა,  ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის „დინამო“ სტუმრად „ლოკომოტივთან“ (1: 2) დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ეს რუსეთში სამარცხვინო წაგებად მიაჩნიათ.

შვიდი ტურის შემდეგ რუსეთის ჩემპიონატში „დინამო“ 11 ქულით მეხუთეა. ბოლო სეზონი მეექვსე ადგილზე დასრულდა.

კომენტარები