მოსკოვმა გეი-აღლუმის ჩატარებაზე კვლავ უარი თქვა
მოსკოვში 25 მაისს ჩანიშნული გეი-აღლუმი არც წელს ჩატარდება. რუსეთის დედაქალაქის მერიამ გეი-აღლუმის ჩატარების ნებართვა არ გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის რეგიონალური უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ვასილ ოლეინიკი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში გეი-აქტივისტებს, უკვე 14 წელია აღლუმის ჩატარების ნებართვა არ ეძლევათ.
მიუხედავად ლგბტქ თემის მიერ წარმოებული აქციებისა, 2019 წელს, ოფიციალურმა მოსკოვმა გეი-აღლუმის აკრძალვის შესახებ კანონი ძალაში შეიყვანა.
„აღნიშნული სახალხო ღონისძიება არ ეფუძნება დღეისათვის ქვეყნაში არსებულ მოქმედ ნორმებს, საერთაშორისო სისხლის სამართლის და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობას“- ნათქვამია მოსკოვის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.