მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს, როგორც ქიმიური იარაღის ერთადერთ მფლობელს, დაასრულოს ქიმიური დემილიტარიზაციის პროცესი

 

მოსკოვმა მოუწოდა ვაშინგტონს, როგორც ქიმიური იარაღის ერთადერთ მფლობელს, დაასრულოს ქიმიური დემილიტარიზაციის პროცესი ვადაზე ადრე, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ ოლეგ რიაზანცევმა.

Reuters

მან მაგალითად მოიყვანა მსოფლიოში უდიდესი ქიმიური არსენალის ლიკვიდაციის ადრეული დასრულება, რომელიც რუსეთმა მემკვიდრეობით მიიღო სსრკ-სგან.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, როგორც დღეს ქიმიური იარაღის ერთპიროვნულ მფლობელს, მიბაძოს ჩვენს მაგალითს და დაასრულოს ქიმიური დემილიტარიზაციის პროცესი ვადაზე ადრე“

სექტემბერში, თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრენდი ვანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები 2023 წელს დაასრულებს ქიმიური იარაღის არსენალის ლიკვიდაციას.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები