მოსკოვში გაიხსნა ტაძარი, – ფრესკებზე რუსი სამხედროები იარაღით არიან გამოსახული

მოსკოვში ტაძარი გაიხსნა, – ფრესკებზე რუსი სამხედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არიან გამოსახული.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძრის ერთ-ერთ კედელს წარწერაც აქვს. წარწერა იმ სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, რომელშიც რუსული არმია მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიც არის ნახსენები.

როგორც გაირკვა,  იდეის ავტორი რუსეთის თავდაცვის მინისტრია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ტაძრისთვის სტალინის, პუტინისა და შოიგუს ფრესკებიც იყო შექმნილი, საზოგადოების ნაწილის პროტესტის შემდეგ, ამ ჩანაფიქრისგან ხელი აიღეს. ამ თემაზე რეპორტაჟი „ქრონიკამ“ მოამზადა.

კომენტარები