მოსკოვში თურქი სამხედროების ყარაბაღში განლაგების საკითხი არც კი განხილულა, თუმცა აზერბაიჯანი აქტიურად ცდილობდა, რომ ყარაბაღში თურქი სამხედროებიც შესულიყო

აზერბაიჯანი ცდილობს ყარაბაღში
ზავის პირობები უკარნახოს მხარეებს, სწორედ ამას მოწმობს ალიევის თხოვნა ვლადიმერ პუტინისთვის რეგიონში რუს სამშვიდობოებთან ერთად თურქული ჯარების შეყვანის.

ეს იყო პირობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა წამოაყენა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში.

მოსკოვში თურქი სამხედროების ყარაბაღში განლაგების საკითხი არც კი განხილულა, თუმცა აზერბაიჯანი აქტიურად ცდილობდა, რომ ყარაბაღში თურქი სამხედროებიც შესულიყო.

ალიევმა შეძლო ვლადიმერ პუტინის დათანხმება თურქი სამხედროების ყარაბაღში განლაგებასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკვე გააფორმა ბრძანებულება ყარაბაღში თურქული ჯარების გაგზავნის შესახებ. სავარაუდოდ, რამდენიმე ათასი თურქი სამხედრო იქნება განლაგებული აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რომლებიც მიიღებენ სხვადასხვა შეიარაღებას და ჯავშანტექნიკას.

რუსეთში კი მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის ეს ქმედებები მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას რეგიონში. მოსკოვი ვერ ხედავს თურქეთის სამხედრო ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის საჭიროებას.

ბაქომ პარალელურად შეიძლება ახალი სამხედრო ოპერაციებისთვის დაიწყოს მზადება ყარაბაღის რეგიონის დარჩენილი ნაწილისთვის კონტროლის აღსადგენად, თუმცა მოსკოვს მრავალი ბერკეტი აქვს ბაქოზე ზეგავლენის მოხდენის და შეუძლია ახალი ესკალაცია თავიდან ააცილოს რეგიონს.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები