მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული მიტროპოლიტი გარდაიცვალა

მოსკოვში ასტრახანისა და კამიზიაკის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი იონა (იური კარპუხინი) გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავრცელებს. 78 წლის მიტროპოლიტის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული პნევმონია გახდა.

მიტროპოლიტი იონა ასტრახანისა და კამიზიაკის ეპარქიას 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა.  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასულიერო მოღვაწეობა შეწყვიტა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოცხადდა. 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

კომენტარები