მოსკოვში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა პოზიტიური მაჩვენებელი შეინიშნება

3,831 პაციენტი გამოჯანმრთელდა მოსკოვში, კორონავირუსით მკურნალობის შემდეგ. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ განაცხადა.

”მკურნალობის შემდეგ ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 3,831 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფექციის შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 47,413-მდე გაიზარდა,” – თქვა ვიცე-მერმა.

წყარო:https://tass.ru/moskva/8546637

 

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები