მოსკოვში მებაღეთა სკოლა „ყვავილების მურაბა“ გეპატიჟებათ

მოსკოვში, მებაღეთა საფესტივალო სკოლა, “ყვავილის მურაბა” ახალ გუნდს მიიღებს. სკოლა 18 წელს მიღწეულ ყველა პირს ეპატიჟება.
პროგრამა, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავს.
მომავალი მებაღეები საბაზისო ცოდნას შეიძენენ, როგორც ბოტანიკის ასევე, აგროტექნიკისა და ფითოპათოლოგიის მიმართულებით.
სკოლა ასევე მსურველებს შეასწავლის, როგორ მორთონ ბაღი, გაზარდონ მცენარე და ებრძოლონ მავნებლებს.
სკოლა, პროგრამის დაწყებამდე, მოსწავლეებს საფესტივალო მოედნებზე პრაქტიკულ მეცადინეობებსაც სთავაზობს.

კომენტარები