მოსკოვში პოლიციამ მაქსიმ კონდრატიევი ერთკაციანი აქციის გამართვის გამო დააკავა

მოსკოვში პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი მაქსიმ კონდრატიევი დააკავა. მან წითელ მოედანზე სიტყვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლებისათვის ერთკაციანი აქცია გამართა.
აქტივისტს ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა, რომელზეც არაფერი ეწერა.
„მე მათ ვუთხარი, რომ უბრალოდ სუფთა ფურცლით ვიდექი და არავის არაფრისკენ მოვუწოდებდი“, – განაცხადა კონდრატიევმა.
მაქსიმ კონდრატიევი მოგვიანებით გაათავისუფლეს – პოლიციელებმა „არ იცოდნენ მისთის რა ექნათ“.

კომენტარები