მოსკოვში რუსი კორესპონდენტი დააკავეს

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ინტერნეტ-გამოცემა “მედუზას” სპეციალური კორესპონდენტი ივან გოლუნოვი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით ის, მოსკოვში ყვავილების ბულვართან ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანეს.

ჟურნალისტს ბრალად ფსიქოტროპული ნივთიერება, “ნეფედრონის” არამოზნობრივად მოხმარებასა და გასაღებაში სდებენ ბრალს.

როგორც ცნობილია, იავ გოლუნოვს ზურგჩანთაში სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებიც აღმოუჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის  228კოდექსის, პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ წარმოებას, გასაღებას ან გავრცელებას გულისხმობს.

 

კომენტარები