მოსკოვში საავადმყოფო დაიწვა, სადაც კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ

მოსკოვის 50-ე საავადმყოფოში ხანძარმა ერთი პაციენტი იმსხვერპლა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი რეანიმაციის განყოფილებაში გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება რამდენიმე საათში შეძლეს. შენობიდან სულ 295 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულები იმყოფებოდნენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსის 10 817 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო რაოდენობამ კი 198 676-ს მიაღწია.

ამ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 104 პაციენტი გარდაიცვალა. დაღუპულთა რიცხვი 1 827-მდე გაიზარდა. დღე-ღამეში გამოჯანმრთელების ყველაზე მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა – ვირუსი 5 308 ადამიანმა დაამარცხა.

კომენტარები