მოსკოვში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი და 35 დემონსტრანტი დააკავეს

35 პირზე მეტი – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჩათვლით, მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს, რომლის მთავარი მოთხოვნა  გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის დაპატიმრებაში მონაწილე პოლიციელების დასჯა იყო.

აქციაში ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა – დემონსტრაციაში, სადაც მთავარი მოთხოვნა გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდაჭერა იყო.
შეგახსენებთ, რომ Meduza-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს.

8 ივნისს გოლუნოვს დიდი რაოდენობით ნარკოტიკებით გაყიდვაში წაუყენეს ბრალი, რაც 10-დან 20 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება აუკრძალეს.

უპრეცედენტო სოლიდარობის კამპანიის დაწყების შემდეგ კი გოლუნოვი დროებით შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. მას წინააღმდეგ საქმე ბრალის დაუმტკიცებლობის გამო 11 ივნისს შეწყდა და ის გაათავისუფლეს.

აქციის ორგანიზატორებმა 11 ივნისს, გვიან საღამოს “ფეისბუქზე” დაწერეს, რომ მათ ქალაქის მერიამ აქციის გამართვის ნებართვა არ მისცა და ამიტომ ისინი ხალხს ქუჩაში გასვლისა და დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისკენ ვეღარ მოუწოდებდნენ. მაგრამ აქციაზე წასვლის სურვილი სოციალურ ქსელში 25,000-მდე ადამიანმა გამოთქვა.

ორგანიზატორების თქმით, მოქალაქეების თავისუფალი ნება იყო, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას აქციაში.
დემონსტრანტების ნაწილს გოლუნოვის მხარდამჭერი წარწერებიანი მაისურები ეცვა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სურთ, ხელისუფლებაზე ზეწოლა შენარჩუნდეს.

კომენტარები