მოსკოვში სატყეო მეურნეობის მინისტრი სერგეი შევერდუ დააკავეს
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, ირკუტსკის ოლქის სატყეო მეურნეობის მინისტრი სერგეი შევერდუ დააკავეს.
მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უფლებამოსილები გადამეტებაში ადანაშაულებენ.
აღნიშნული მუხლი თავისუფლების მაქსიმუმ, 10 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სერგეი შევერდუსთან კითხვები მოედნებზე ჩატარებულ, ხეთა სანიტარულ ჭრასთან დაკავშირებით ექნება. აღნიშნული ღონისძიებების გატარების დროს, ბიუჯეტიდან 748 მილიონი რუბლი, არამიზნობრივად გაიფლანგა.