მოსკოვში საცხრამაისო აღლუმი დასრულდა
მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 74 წლის თავისადმი
მიძღვნილი სადღესასწაულო აღლუმი დასრულდა.
აღლუმს, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამართა, სახმელეთო ჯარების შეიარაღებული ძალების სარდალი, ოლეგ სალუკოვი ხელმძღვანელობდა.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღონისძიებაში 13 ათას ადამიანზე მეტმა და 132-
მა ერთეულმა ტექნიკამ მიიღო მონაწილეობა.
აღლუმს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი
მედვედევი და ყაზახეთის ყოფილი ლიდერი – ნურსულთან ნაზარბაევი ესწრებოდნენ.