მოსწავლეებს, მერიაში შიდა ოთახები და საპირფარეშო დაალაგებინეს – ჩხოროწყუს მომხდარ ფაქტს პრემიერმა აღმაშფოთებელი უწოდა

სოციალური ქსელით გავრცელდა,  ინფორმაცია, -ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები მერიაში მიიყვანეს და შიდა ოთახები და საპირფარეშო დაალაგებინეს.

რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა.

ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა აცხადებს,-  ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი იცოდნენ, შეამჩნიეს თუ არა ბავშვები ტერიტორიაზე, იქიდან გაიყვანეს. მომხდარს გამოძიება სწავლობს.

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტი პრემიერ-მინისტრმა შეაფასა:

-„გამოძიება ბოლომდე მივა, ყველა უმკაცრესად დაისჯება. ​შეფასება შეიძლება იყოს ერთადერთი,-  უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ, როგორ უნდა ემსახურონ მოქალაქეებს. აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიება მივა ბოლომდე, უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩხოროწყუს მერიის თანამშრომელი, რომელმაც მეორე საჯაროს სკოლის მოსწავლეები მერიის ტუალეტების დასასუფთავებლად წაიყვანა, ამნობს:

„მე თვითნებურად ვმოქმედებდი. მერიის ხელმძღვანელობა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

შევუთანხმდი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნონა თოდუას. ბავშვების მშობლებთან დარეკილი იყო. ბავშვები მოვიყვანე მერიაში. მინდოდა, მათთვის მარცვალი ჩამედო, რომ არც ერთი სამუშაო სათაკილო არ არის. ეს იყო ჩემი სურვილი, ეს რაღაც შინაგანად მოდიოდა. ამის შესახებ არც მერიის აპარატის უფროსმა და არც დაცვის სამსახურმა არფერი იცოდა.

მე არ მითქვია მათთვის ტუალეტში შესვლა. უბრალოდ, საჩვენებლად მინდოდა, მათთვის მომეწმინდა. ეგ იყო, სხვა არაფერი. არასწორად შევარჩიე ობიექტი, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მზად ვარ კანონის შესაბამისად პასუხი ვაგო“.

კომენტარები