მოუსმინეთ ქართველ ხალხს!

ბატონო პრემიერო ქართულ ოცნებას არ აქვს ის რაც არასდროს ჰქონია “ბოკერია – სააკაშვილებს”

2012 – წელს მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და ქართველი ხალხის სრული ლეგიტიმაციით ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მივანდეთ სამართავად!

ქართველმა ხალხმა ძალაუფლება ჩააბარა ” ქართულ ოცნებას” ნამდვილი ქართული ოცნების ასრულებისთვის და არა “ბოკერია – სააკაშვილების” სურვილების ასრულებისთვის რასაც 2012 – წლიდან დღემდე შესაშურად ახერხებს მმართველი ძალა.

თქვენი პრემიერობის პირველი ვადა ყველასათვის გაურკვევლად დასრულდა თუმცა საზოგადოების მხარდაჭერა არ დაგიკარგავთ, ისევ გვქონდა განცდა, რომ თქვენ 2012 – წლის იდეალების ერთგული იყავით.
თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე სამართლიანობის აღდგენის იმედ არ კარგავდა ქართველი ხალხი.

ყველასათვის მოულოდნელად სახალხო ლეგიტიმაციის მქონე მმართველმა ძალამ ფსონი ისეთ ოდიოზურ ფიგურებზე დადო, როგორიც კობახიძე – მდინარაძე გახლავთ.

კობახიძის გადადგმული ნაბიჯები აბსოლუტურ აცდენაში იყო და არის ქართველი ხალხის ნებასთან!
პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს ჩავარდა პატრიოტთა ალიანსის ცნობილი რეზოლუცია პარლამენტში, რომელსაც ნახევარი მილიონი ხელმომწერი ჰყავს, რომლითაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი მტრების “სააკაშვილ – ბოკერიების დასჯას ითხოვდა ქართველი ამომრჩეველი”

კობახიძის ხელმწიფებით არა თუ დამნაშავეები დაისაჯა არამედ იმ პოლიტიკური ძალის რეინკარნაცია დაიწყო, რომელსაც ქართველმა ხალხმა განაჩენი ჯერ კიდევ 2012 – წელს გამოუტანა.
ეს იყო 2012 – წლის იდეალების და ქართველი ხალხის ღალატი.
რომელიც გრძელდება და რომლის დასასრულსაც სამწუხაროდ ვერ ვხედავთ!

ბატონო პრემიერო არც ისე რთულია იმის მიხვედრა თუ რა სურს ქართველ ხალხს, რომლისგანაც ხელდასმულნი მართავთ მრავალტანჯულ ჩვენს ქვეყანას.
შევეცდები მოკლე თეზისებად ჩამოგიყალიბოთ ქართველი ხალხის სათქმელი, რომლიც ჯერ კიდევ ითმენს მუხანათურ ღალატს!

▪️ არ დასრულდება სახელმწიფოს მუდმივი რყევები იქამდე სანამ დამნაშავე ძალა “სააკაშვილ – ბოკერიას” სახით ისევ ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ამ გზაზე კი ისნი ყველა მეთოდს მიმართავენ მათშორის უკიდურესად ძალადობრივს, რაც არ აძლევს საშუალებას ჩვენს ხალხს მშვიდი ცხოვრების ქვეყანას კი განვითარების.
იმისთვის, რომ მუდმივი დესტრუქცია აღიკვეთოს და მათი დაბრუნების ყველა გზა მოიჭრას, ერშიც სიმშვიდემ დაისადგუროს საკმარისია პროკურატურამ თაროდან ჩამოიღოს ათეულობით მტვერ დადებული საქმე და საბოლოოდ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა!
ეს არა თუ ქართველი ხალხის თხოვნა არამედ მოთხოვნაა!

▪️ მინისტრთა კაბინეტში ჩაბუდებული კოლექტიური თურნავები ერთხელ და სამუდამო უნდა ჩამოშორდნენ მართვის სადავეებს, ხელისუფლემა კი შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ქართველი კაცისთვის ყველაზე წმინდა მამული ენა და სარწმუნოებაა არ დაუშვებს, არ შეეგუება არცერთის ხელყოფას და მითუმეტეს მის გასხვისებას ისტორიულ მტერზე “ოსმალოზე”

▪️ ხელისუფლებამ განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოს ჩვენი ეკლესიის მიმართ და გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ მასმედიისბწინააღმდეგ, რომელიც ასე ესხმის თავს მოხუც პატრიარქს და დედა ეკლესიას!
შეაჩერეთ დასავლური ორგანიზაციებიდან მომდინარე კოლოსალური თანხების შემოდინება,
(გამოყენეთ მათი თარეშის აღსაკვეთად ყველა საჭირო ბერკეტი!)
რომელიც მიმართულია ჩვენი ერის გადაგვარებისთვის, ჩვენი სარწმუნოების შელახვისთვის და ერში გარყვნილების პროპაგანდის გავრცელებისთვის.

▪️ და ბოლოს მიხედეთ წაქცეულ ქართულ სოფელს და ბანკებში ჩაფლულ გლეხებს, რომლის გაღარიბებაც დაიწყო სააკაშვილ – ბოკერიამ და გრძელდება უზნეო და თავხედური საბანკო პოლიტიკით!

არც ისე რთულია ქართველი ერის მოსმენა ბატონო პრემიერო თუ მოინდომებთ!
წერს – ჟურნალისტი ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები