მოქალაქეებს, 10 აგვისტოდან განსაზღვრულ ადგილებში, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, თავიანთი პროდუქტის გაყიდვის საშუალება ექნებათ

„ქუჩაში ვაჭრობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ადამიანები, რომლებსაც ძალიან უჭირთ, გამოდიან და მეტროსთან ან სხვა ხალხმრავალ ადგილზე ცდილობენ თავიანთი პროდუქტის გაყიდვას. მე მესმის და შევდივარ მათ მდგომარეობაში – ადამიანს რომ ულხინდეს და ბედნიერი იყოს, ქუჩაში არ დადგებოდა პროდუქტის გასაყიდად.ჩვენ მაქსიმალურად დაცულები უნდა ვიყოთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას და დისკომფორტს წარმოადგენს. მე გამგებლებს დავავალე, თავიანთ რაიონებში განესაზღვრათ ადგილები, სადაც  ამ ადამიანებს მივცემდით შესაძლებლობას, გაეყიდათ პროდუქტები. ასეთი ადგილები უკვე გამოყოფილია, დამზადებულია დახლები. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს – ირაკლი ბენდელიანს, რომლის ხელმძღვანელობით მოხდა ამ პროექტის დასრულება.  იმ ადამიანებს, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს, 10 აგვისტოდან ექნებათ შესაძლებლობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ამ ადგილებზე გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. გამოვყოთ კვირაში 2-3 დღე, როდესაც მოქალაქეებს ექნებათ აქ ვაჭრობის საშუალება, ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა რაიონების გამგებლებს დაავალა, მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, აღნიშნული სიახლესთან დაკავშირებით მათი ინფორმირების მიზნით, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ დარეგისტრირდნენ.

კომენტარები