მოქალაქე ბავშვს ნაჯახით გაუსწორდა

არხანგელსკის ოლქის ლეშუკოვსკის რაიონის მცხოვრებმა, პაველ კოჟევნიკოვმა ქურდობაში დაეჭვების საფუძველზე, მოზარდს სახე ნაჯახით დაუსახიჩრა.

ბიჭმა მოძალადეს  ხელიდან დასხლტომა მოახერხა და გაიქცა,  გზაში შეხვედრილმა ხალხმა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების აზრით, ნაჯახისგან მიყენებული ჭრილობის გამო, მოზარდს კისერზე შრამი დარჩება.

სასამართლომ მოძალადე მამაკაცს ორი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: „lenta.ru“.

კომენტარები