მოქმედებაა დასაწყები, თურქული ინტერესისთვის ლაგამის ამოსადებად! – დიმიტრი ლორთქიფანიძე:

– “ნამოხვანი, ჩვენი დღევანდელობის ხრესილია!!! ჰესის წინააღმდეგ არ ვარ მაგრამ ეს ხელშეკრულება ქვეყნის ღალატია და ხელმომწერები კი ქვეყნის გამყიდველები და უნდა გასამართლდნენ! ქუთაისიდან თბილისამდე უწყვეტ ჯაჭვში უნდა გავერთიანდეთ !!! სხეულიდან გულს გვაჭრიან! არ შეიძლება ამის ყურება! მოქმედებაა დასაწყები, თურქული ინტერესისთვის ლაგამის ამოსადებად! ამ გამოწვევამ მთელი საქართველო უნდა გაგვაერთიანოს!!!

სამართლებრივი გზა, ხელშეკრულების მოშლის მიზნით, ხელისუფლების პოლიტიკური ნების გამოვლინებაზე გადის! მხარე ხომ სახელმწიფოა, რომელმაც მთავრობის განკარგულებით გადასცა “ინვესტორს” საკუთრებაში 6 მლნ კვ მეტრი მიწა, მათ შორის მდინარის კალაპოტი. ეს არის საუკუნის ღალატი და ამაზე ყველას მოგვეკითხება, ხელის მომწერებსაც და მდუმარედ მყოფ საჯარო პირებსაც!”

წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე:

კომენტარები