მოღალატეობრივი საგარეო პოლიტიკის და ისტერიული რუსოფობიის დამსახურებით ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს სტრატეგიულ საკვანძო ფუნქციას რეგიონში!

აფხაზეთის და სამაჩაბლოს შემდეგ ამჯერად უკვე სტრატეგიულ საკვანძო ფუნქციასაც ვკარგავთ რეგიონში და ეს მთლიანად მოღალატეობრივი საგარეო პოლიტიკის დამსახურებაა!

მოგვიწევს ისტერიული რუსოფობია წარსულს ჩავაბაროთ და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედოთ.

სანამ ჟენევაში “დიპლომატიური წყლის ნაყვით” ვართ დაკავებული მოსკოვმა შეძლო და საფუძველი ჩაუყარა ჩვენთვის სტრატეგიული საკვანძო ფუნქციის დაკარგვას!

ყარაბაღის ომი და ამ ომიდან მიღებული ბენეფიტები რუსეთს კიდევ უფრო უხსნის ხელ ფეხს რეგიონში გავლენების გაზრდისთვის!

გადახედეთ რეგიონის რუკას და დაინახავთ, რომ ერთის მხრივ ალყაშემორტყმული ვართ რუსული სამხედრო ბაზებით მეორეს მხრივ კი ვკარგავთ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც ერთგვარი მთავარი კოზირი იყო ჩვენთვის!

სანამ ისტერიულ რუსოფობიას წარსულს არ ჩავაბარებთ და არ გავაანალიზებთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გასაღები
სტაბილურობის გარანტიებთან ერთად მოსკოვში დევს იქამდე გვექნება მოცემულობა, რომელიც დღითი დღე უფრო უარესდება ჩვენთვის.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები