„მოღალატე” და “გამყიდველი” უწოდეს- მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფო პროპაგანდა“- გიორგი მშვენიერაძე

-„მა­ღა­ზი­ა­ში ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მი­მართ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფის ფაქ­ტზე მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­და.

ივერი მელაშვილსალტას მაღაზიაში, პირისპირ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. განვმარტავ, – პირისპირ შეურაცხყოფა არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული და ზოგიერთი უვიცი თუ ამ ფაქტის ასეთად მონათვლას შეეცდება, წინასწარ იცოდეს.

ვიდეოჩანაწერი, რომელიც გავრცელდა, მთავარი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიან, არა ის ადამიანები, რომლებიც შეცდომაში სახელისუფლებო პროპაგანდას შეჰყავს, არამედ სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც დიდ რესურსებს ხარჯავს იმაში, რომ ივერი მელაშვილი საზოგადოების თვალში წინასწარ იყოს განაჩენგამოტანილი, არ მიეცეს საშუალება, მათ შორის, სასამართლოს, ნეიტრალური პოზიციიდან მიუდგნენ საქმის განხილვას. ამას ხელს უწყობენ, ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები.  საზოგადოებაში შუღლს აღვივებენ. მეორეს მხრივ, პასუხისმგებლები არიან სამართალდამცავი ორგანოები, პროკურატურა, – დამონტაჟებულ, საზოგადოების შეცდომაში შემყვან, ფალსიფიცირებულ დოკუმენტებს ავრცელებს საჯაროდ და ადამიანებს შორის შუღლს ავრცელებენ“, – განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თავდასხმას ყველა მოქალაქე უნდა გაემიჯნოს, რაც შეეხება წახალისებას, ეს არა „ქართული ოცნების” არამედ, წინა ხელისუფლების ხელწერაა.

გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 28 იანვარს, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს ერთ-ერთ მაღაზიაში მოქალაქემ “მოღალატე” , „გამყიდველი“ უწოდა.

კომენტარები