“მოყმის დედაც კი მოიკითხავს მტრის, ვეფხვის დედას. ასე რომ სუფთა ადამიანური რჩევაა გახარია შეხვდით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს”-ანა დოლიძე:

ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს –

“ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა, ითხოვდა ერთ მაშინდელ მაღალჩინოსანთან შეხვედრას. ამ მაღალჩინოსანმა ეს შეხვედრა იუკადრისა. ამ ფაქტის შედეგები მაშინაც მახსოვს და არ დამავიწყდება. სხვა რამეა მგლოვიარე მშობელთან შეხვედრა ჩვენს კულტურაში, არ ჯდება პროტოკოლის წესებში. ბოლო ბოლო, მოყმის დედაც კი მოიკითხავს მტრის, ვეფხვის დედას. ასე რომ სუფთა ადამიანური რჩევაა გახარია შეხვდით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს…”წერს ანა დოლიძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები