მოცვის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიანებმა მოსავალი რუსეთის ბაზარზე გაიტანა

მოცვის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიანებმა მოსავალი ევროკავშირის ნაცვლად, რუსეთის ბაზარზე გაიტანა.
კომპანიები„ლურჯი ველი“, „მოცვი“, “ჯეობერი“, „ქართული მოცვი“, ისინი ამხანაგობის ფარგლებში ერთად საქმიანობენ და რამდენიმე თვის წინ Global G.A.P-ის სერთიფიკატიც მიიღეს.
აღნიშნული დოკუმენტი დასტურია, რომ პროდუქტი ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართული მოცვის მისაღებად ევროკავშირი მზად არის.
როგორც კომპანია „მოცვის“დამფუძნებელი ზვიად მირიანაშვილი აცხადებს, რუსეთმა მწარმოებლებს უკეთესი პირობები შესთავაზა.
ქართული მოცვისთვის ყველა ქვეყნის კარი ღიაა და საიდანაც უკეთეს შეთავაზებას მიიღებენ, მასთან ითანამშრომლებენ.

„მიმდინარე თვეში მოსავალი უკვე ავიღეთ და ექსპორტზეც გავიტანეთ. თავიდან, საცდელად გავაგზავნეთ იტალიაში და გერმანიაში, თუმცა საბოლოოდ მთლიანი პარტია  რუსეთში გავიტანეთ. ჩვენ ყველა საჭირო სერთიფიკატი გვაქვს და სატესტო ნიმუშების გაგზავნით დავადასტურეთ, რომ ჩვენი მოსავალი არის ხარისხიანი და სრულიად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთიდან უკეთესი ბიზნეს წინადადებები მივიღეთ.

ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზართან ვითანამშრომლოთ. ჩვენ მომავალ წელსაც ვიქნებით მზად როგორც ევროკავშირის, ისე აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრისთვის. ვინც უკეთეს წინადადებას შემოგვთავაზებს, მასთან ვითანამშრომლებთ. თუ რუსეთის ბაზარი დაიხურება, ჩვენთვის არც ეს იქნება პრობლემა, გაყიდვების ალტერნატიული არხი ბევრი გვაქვს“,- აცხადებს ზვიად მირიანაშვილი.

 

 

კომენტარები