მოძრაობა „ჰუმანურობისათვის“ პატიმრებისთვის მასშტაბური ამნისტიის გამოცხადებას მოითხოვს:

15 ოქტომბერს გაიგზავნა მიმართვა პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტისადმი, კონსულტაციების გავლის მიზნით… (მოძრაობაჰუმანურობისათვისმიყვება დასახელებულ სამოქმედო გეგმას):

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
ასლი: ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო;
ასლი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსი;
ასლი: ლელო საქართველოსათვის;
ასლი: ევროპული საქართველო;
ასლი: გირჩი;
ასლი: საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
ასლი: მოძრაობა ხალხისთვისანა დოლიძე

2020/10/15
განცხადება № 3/15/10/2020

მოგესალმებით,

მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენთ არასამთავრობო ორგანიზაციაუფლებადამცველი”-ის.აღნიშნული ორგანიზაცია დაარსდა ამა წლის აპრილის თვეში რამდენიმე სტუდენტის მიერ. ორგანიზაციის გენერალური მიზანია ბრალდებულ/მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა, პენიტენციური სისტემის მართვის კონტროლი და მონიტორინგი, ამავე პირთა რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა.

მოძრაობაჰუმანურობისათვისარის პატიმრის ოჯახის წევრის, პატიმრის მეგობრის, ყოფილი პატიმრის, ჰუმანური ადამიანის, განათლებული ადამიანის, ერთიანი საქართველოსი და საზოგადოების ერთ მუშტად შეკრების მოსურვე მოქალაქის, გულრწფელი ადამიანის, მორალისა და სამართლიანობის ღირებულებების მატარებელი პიროვნების მოძრაობა. ამავდროულად შერჩევითი სამართლის მსხვერპლის, წამების მსხვერპლის, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლის, დისკრიმინაციის, იძულების, კორუფციის, ნეპოტიზმის, თვითნებობისა და კანონის უგულებელყოფის მსხვერპლის მიერ დაფუძნებული მოძრაობა. რა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთი მიზნისჰუმანურობისგარშემო გაერთიანებული მოქალაქეები ფარად და ხმლად ვიყენებთ კონსტიტუციურად ბოძებულ რიგ უფლებას და ვითხოვთ

ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, მოვითხოვთ ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამნისტიის გამოცხადებას.

მოძრაობაჰუმანურობისათვისმოთხოვნის საფუძველი არის გარკვეული გარემოებანი, რაც გავლენის მომხდენია დანაშაულის ჩადენაზე. ასეთი არის საქართველოში არსებული მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობა, ტოტალური უმუშევრობა, გაჭირვება, ავტოსაგზაო წესების კულტურის დამნერგავი მექანიზმების არარსებობა, კრიმინალური აზროვნების გავლენა და გავრცელება, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან პრობლემური რაიონების კონტროლის დაბალი ხარისხი და რიგი სხვა გარემოებანი, რაც ხშირ შემთხვევაში უბიძგებს ადამიანს დევიაციური მოქმედებისაკენ. ამნისტიის საფუძვლად აგრეთვე ვასახელებთ უაღრესად მკაცრ, მწამებლურ ნარკოპოლიტიკას, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის თვითნებურად და კანონისა თუ კონსტიტუციის უგულებელყოფით გამოყენებას. ერთერთ უმთავრეს მიზეზად, თუ რატომ ვსაუბრობთ ფართომასშტაბიან ამნისტიაზე, მივიჩნევთ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიას უვადო პატიმრებზე ასეთის განუხორციელებლობას, რის შემდგომა უვადო პატიმრების არც .. საქმეების გადასინჯვა მოხდა საფუძველია პრობაციონერთა გარკვეული უფლებების დარღვევა, პირობითი მსჯავრის მოხდის ხარვეზები და სხვა.

ჩვენ ვიაზრებთ კრიმინალური ვითარების გაუარესების საფრთხეებს ფართომასშტაბიანი ამნისტიის გამოცხადებისას, რატომაც ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, და ყოველი წამოყენებული მოთხოვნა დაეყრდნობა დეტალურ ანალიზს, კონსულტაციებს სხვადასხვა კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენლებთან და ისეთი სახის იქნება, რომ პირველ რიგში მივაღწევთ ჰუმანურობას, ადამიანის/პატიმრის უფლბების დაცვასა და სასჯელის შემსუბუქებას თუ სხვას, ამავდროულად ყოველი იქნება გატარებული საზოგადოების უკეთესი ინტერესების გათვალისწინებით, ისე რომ არც ერთი სუბიექტისა თუ საზოგადოებრივი ჯგუფის არც უფლება დაირღვას და არც მდგომარეოაბა გაუარესდეს.კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია, უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა სფეროების სპეციალისტებთან და უახლოეს მომავალში საჯარო გახდება.

არსებობს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების არა ერთი დასკვნა იმის შესახებ თუ რა გაუმართავი და მიკერძოებულია საქართველოს, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები, რის შედეგად და ზოგ შემთხვევაში სრულიად უდანაშაულო ადამიანები იხდიან სასჯელს. ხოლო დამნაშავე პირების მიმართ გამოიყენება უმკაცრესი ზომები და არ ითვალისწინებს მძიმე სოციალურეკონომიკური მდგომარეობას, რომელთა პირობებში ზოგიერთი მოქალაქე იძულებულია მიმართოს დანაშაულს.

ზუსტად ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მართებულად მივიჩნევთ, გავიაროთ კონსულტაციები პოლიტიკურ სუბიექტებთანაც, რატომაც გთხოვთ უახლოეს პერიოდში, კერძოდ კი 2020 წლის 31 ოქტომბრამდე დაგვიკავშირდეთ და შეგხვდეთ.

პატივისცემით,

RIGHTS DEFENDER
Human rights control and monitoring center
ადამიანის უფლებათა კონტროლის და მონიტორინგის ცენტრი
PENITENTIARY WATCH
Penitentiary system’s operation’s control and monitoring office
პენიტენციური სისტემის მართვის კონტროლის და მონიტორინგის ცენტრი
Movement “HUMANITY FOR”
მოძრაობაჰუმანურობისათვის

თეონა შალიკაშვილი
თამარ ხვედელიძე
ალექსანდრე კაპანაძე

()იპუფლებადამცველი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406304832
E-mail/ელ.ფოსტა: rightsdefender@hotmail.com;
penitentiarywatch@gmail.com
დანართი: 0 ფურცელი
15.ოქტომბერი.2020

წყარო: https://www.facebook.com/amnestytoprisoners/photos/a.116531386879879/138561791343505/?type=3&theater

 

კომენტარები