მოჭადრაკე გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა

ქართველი მოჭადრაკე, გიგა ყუფარაძე საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის “Titled Tuesday Blitz” გამარჯვებული გახდა. ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე გამართულ ტურნირში, ქართველმა დიდოსტატმა მაქსიმალური 11- დან 10 ქულა მოიპოვა, ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. ყუფარაძემ მე-10 რაუნდში მსოფლიო რეიტინგის მე-20 ნომერი, ამერიკელი ჰიკარუ ნაკამურა დაამარცხა. ნაკამურა 9.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.. “Titled Tuesday Blitz” შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა, 68 ქვეყნის 747 ტიტულოვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირში  მონაწილეობა მხოლოდ საერთაშორისო ტიტულის მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

კომენტარები