მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი, ესპანეთში საერთაშორისო ტურნირზე, ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა

ქართველი მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი, ესპანეთში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე, VII Sunway Sitges International Chess Festival-ის ქალთა ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

ნინო  ბაციაშვილმა, 6,5 ქულა დააგროვა 10 შესაძლებლობიდან, საკუთარ რეიტინგს 11 ქულა შემატა. საერთო ჩათვლაში  პირველობა ბულგარელმა დიდოსტატმა, ივან ჩეპარინოვმა დაისაკუთრა.

ნინო ბაციაშვილი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, საქართველოს უკვე სამგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში], საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში და ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე რაპიდში.

კომენტარები