„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა… ილია მეორეს გადავეცი ენტონი ბლინკენისა და ჯო ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც აფასებენ საქართველოს რელიგიურ ტრადიციებს“-ფილიპ რიკერი

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი საპატრიარქოში იმყოფებოდა.

ფილიპ რიკერმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიართქთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

-„მოხარული ვარ, რომ დღეს დილით მქონდა მის უწმინდესობასთან, ილია მეორესთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ, თუ რას ვაკეთებთ, რომ ვცდილობთ სხვადასხვა მონუმენტისა და ღირსშესანიშნაობის რესტავრაციას. ვისაუბრეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საზოგადოებაში ქვეყნის სამომავლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში. ამერიკა ძალიან ამაყია ამით.

მის უწმინდესობას ასევე გადავეცი სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა, რომლებიც ასევე აფასებენ ამ ქვეყნის რელიგიურ ტრადიციებს. ამ ძეგლის რეაბილიტაცია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან თვალშისაცემია, რომ ეს ადგილი ტურისტებში საკმაოდ პოპულარულია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ“.

ფილიპ რიკერმა ჯვრის მონასტერი დაათვალიერა.

მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ ფილიპ რიკერი აზერბაიჯანსა და სომხეთში გაემგზავრა. ბაქოსა და ერევანში შეხვედრების შემდეგ კი, კვლავ თბილისში დაბრუნდა.

კომენტარები