„მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, –  უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას…“-ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის დაწყების შემდეგ, პარლამენტის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, –  უმრავლესობამ და ხელისუფლებამ ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და სხდომას. მას შემდეგ, რაც დღეს ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, მონაწილეობას მივიღებთ ისეთი საკითხის განხილვაში, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, მათ შორის პარტიების დაფინანსების საკითხის ჩახსნა, ამნისტიის კანონპროექტი, როცა კიდევ 10-ზე მეტი საკითხი იყო განსახილველად შემოტანილი, საპარლამენტო სესიის დარბაზში შემოსვლისთანავე 10 წუთში უმრავლესობამ დაასრულა სხდომა და გაიქცა სხდომის დარბაზიდან.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“, უმრავლესობა, ჩამოშლილი ხელისუფლება, შიშის გამო გაექცა მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც დისკუსიაში მონაწილეობა ნამდვილად აინტერესებდა ისეთ საკითხებში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ადასტურებს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების საკითხებს. ბატონმა კუჭავამ მიიღო გადაწყვეტილება 10 წუთში დაესრულებინა სხდომა. ამ გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალას არ აქვს არავითარი საყრდენი. ერთადერთი, რაც შეუძლიათ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ შიშით 10 წუთში დაასრულონ საპარლამენტო სესია, ისე რომ არც ერთი საკითხი არ განიხილონ, რომელიც ბიუროზე იყო გამოტანილი. მათ ასევე შეეშინდათ ნიკა მელიას მიმართვის და ყველა ჩვენი ბლოკის წევრის ჩართულობის ვაპირებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის მოტანას და დისკუსიაში ჩართვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“.

კომენტარები