მოჰამედ რეზა რეზვანი (მამუკა ბათუაშვილი): მთელი ფერეიდნის ქართველობა თბილისში ჩამოვა და ერის ზნეობის სადარაჯოზე დადგება!
ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ ერთნაირი მოტივაცია აქვთ სხვადასხვა ტრადიციული სარწმუნოებების მიმდევრებს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ლგბტ პირებს აღლუმის გამართვა ირანში რომ დაეპირებინათ? ვესაუბრებით ფერეიდნელ ქართველს, ექიმ მამუკა ბათუაშვილს:
– ირანში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ამჟამად უკვე საქართველოს მოქალაქე გახლავართ, ქართული ბავშვობიდან ვიცი, თავს სულით და ხორცით ქართველად ვთვლი, იმის მიუხედავად, რომ ისლამის მიმდევარი ვარ. გამაჩნია ზნეობრივი კრედო, რომელიც ირანში, მუსულმანურ გარემოში ჩამომიყალიბდა, თუმცა იგი არაფრით განსხვავდება ქართული, ტრადიციული ღირებულებებისგან. გარწმუნებთ, რომ ზნეობრივი ადამიანები ირანშიც და საქართველოშიც მოვლენებს ერთნაირი კრიტერიუმებით აფასებენ.
– ლგბტ პრაიდის მხრიდან აღლუმის გამართვის მცდელობას როგორ აფასებთ?
– სავალალოა მდგომარეობა, რადგან ამაზე საუბარი გვიწევს. სავალალოა, რომ სინდისი და ნამუსი საქართველოში ისე გაიაფდა, რომ გარყვნილება თავისუფლებასთან ასოცირდება. რაც ახლა საქართველოში ხდება, არანაირი გამართლება არ გააჩნია. ქართველ კაცს არასოდეს არ უცხოვრია ამ წესებით. ირანში რომ მსგავსი მოხდარიყო, ვინმეს მარტო პირიც რომ გაეღო იმის სათქმელად, რომ არატრადიციული ორიენტაციისაა და თავისი გარყვნილი მიდრეკილებების გამოფენა დაეპირებინა, თავად ხალხი გაუსწორდებოდა. სამწუხაროდ, ზნეობით განთქმულ საქართველოში უკვე ქუჩებში მოინდომეს ამნაირმა ადამიანებმა გამოსვლა და თავისი წესების ხალხისთვის თავს მოხვევა. მე საქართველოში იმისთვის არ დავბრუნებულვარ, რომ ასეთი გარყვნილებისთვის მეყურებინა. სწორად გამიგეთ – ოჯახი მყავს – ცოლი, ქალიშვილი… ჩემი ოჯახის ქალებს გარეთ ვეღარ გავუშვებ იმის შიშით, რომ გარყვნილთა დემონსტრაციას არ გადააწყდნენ. თუ ვინმეს მსგავსი მიდრეკილებები აქვს, დაე საკუთარ სახლში დაიკმაყოფილოს, ოღონდ სხვების უფლება დაიცვას და გარყვნილებას ნუ აყურებინებს!
– ირანშიც არიან ლგბტ ადამიანები?
– არიან, მაგრამ თავს არ ამჟღავნებენ, ჩუმად არიან. ყველგან არიან ასეთები, თუმცა უკვე საზოგადოებაზე და მისი ზნეობის დონეზეა დამოკიდებული, მისცემს თუ არა ამ გარყვნილი წესის საჯაროდ ქადაგების და გამოფენის უფლებას. საქართველო ერთადერთი ქრისტიანული ქვეყანა დარჩა, სადაც ლგბტ აღლუმი ვერ გაიმართა. მე მივესალმები ქართველი ხალხის ერთობას და ძალისხმევას, მათ მობილიზაციას, რათა ეს აღლუმი არ დაუშვან.
– თუ მაინც გამოვიდნენ, ამით რა დაშავდება?
– რას ქვია, რა დაშავდება – სინდისი და ნამუსი შეიბღალება! ახალგაზრდები ამას დაინახავენ და მერე მიბაძვასაც შეეცდებიან. ადამიანი თუ სინდის-ნამუსს განუდგება, მერე ის არც ერს გამოადგება და არც სახელმწიფოს! აქამდე საქართველოში ასეთი დემონსტრაცია არასოდეს გამართულა და რაღა ახლა უნდა გაიმართოს?
– ფერეიდანში როგორ აფასებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ლგბტ აღლუმის მცდელობას?
– ფერეიდანში ქართველი ქართველობს, სინდის-ნამუსს ერთგულობს, ცხოვრების იმ წესს ერთგულობს, რაც ღმერთმა დაუდგინა ადამიანს. თავისუფლების ცნების არსიც, სწორად ესმით და არ მიაჩნიათ, რომ თავისუფლება – ყველაფრის უფლებაა. ჩვენ, ფერეიდნელები – 400 წელზე მეტია, სამშობლოს მოგვწყვიტეს და გადაგვასხლეს უცხოეთში, მაგრამ მშობლიური ენა თაობებმა შეინარჩუნეს. აი – ეს არის თავისუფლება და არა ის, საქართველოში ზოგი 60 წლის განმავლობაში რომ ცხოვრობს და ქართული არ იცის! ფერეიდნელი ქართველები ძალიან განაწყენდებიან, თუ საქართველო გარყვნილი ადამიანების სათარეშოდ გადაიქცევა. იქაურ ქართველებსაც თავი მოგვეჭრება მტერ-მოყვარეს წინაშე, კითხვებზე გასაცემი პასუხი აღარ გვექნება!
– ისლამი როგორ უყურებს ამ მოვლენას?
– ძალიან მკაცრად. არას დიდებით არ დაუშვებს გარყვნილების რაიმე სახით პროპაგანდას. ვიდრე საქართველოში დავმკვიდრდებოდი, ცრემლებამდე მენატრებოდა ჩემი მამული, რომელსაც მხოლოდ წინაპრების გადმოცემით ვიცნობდი. ბოლოს, სამშობლოში დაბრუნების ნატვრა კიდეც ავიხდინე, მაგრამ არ ვაპირებ, გარყვნილების დემონსტრაციას უბრად ვუცქირო.
– აპირებთ თუ არა, იმ საზოგადოებას შეუერთდეთ, რომელიც ლგბტ აღლუმის გამართვას ეწინააღმდეგება?
– არა მარტო მე, არამედ, მთელი ჩემი ოჯახი იმ ხალხის გვერდით ვდგავართ და ყველა ფერეიდნელი, ვისაც მე ვიცნობ, ამავე პოზიციაზეა. უფრო მეტსაც გეტყვით – რამე რომ მოხდეს, მთელი ფერეიდნის ქართველობა თბილისში ჩამოვა და ერის ზნეობის სადარაჯოზე დადგება!
წყარო: “ასავალ-დასავალი”