მსახიობი გიორგი გურგულია ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული

მსახიობი გიორგი გურგულია ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობმა საკუთარ მეუღლეზე იძალადა.

გიორგი გურგულია 4 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ცოლს, ლარისა გიგაურს ხელით არასდროს შეხებია და მასზე არასდროს უძალადია.

-„გამოძიება მედავება ცოლის შეგინებას, ხელით არ შევხებივარ. ჩემი ნაჩუქარი ტელეფონი გამოვართვი, მაგაზე მიჩივლა, გამწარებულზე, რაღაც სისულელე დაწერა, ახლა ნანობს. ყველაფერს ესწრებოდა ჩემი მეგობარიც, მეზობლებიც, არაფერი კონფლიქტი არ მომხდარა. სასამართლოს ეხვეწება, – არ მინდოდა, ჩემი ქმარი დაიჭიროთ, უბრალოდ გამწარება მინდოდაო“, – განაცხადა გიორგი გურგულიამ „რუსთავი 2“-თან.

მსახიობის ადვოკატის გიორგი ბეგიაშვილის თქმით, საქმეზე არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.

კომენტარები