მსახიობი შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული შოტლანდიელი მსახიობი, სერ შონ კონერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ BBC იუწყება.

მსახიობი, რომელმაც შექმნა ჯეიმს ბონდის განსაკუთრებული სახე, მიიღო “ოსკარის”, “ოქროს გლობუსისა” და BAFTA-ს ჯილდოები, ორჯერ დაიმსახურა ყველაზე სექსუალური ასაკოვანი მსახიობი მამაკაცის ტიტული და გახდა “რაინდის” წოდების მფლობელი არტისტი.

კინოკრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, – სწორედ მისი მონაწილეობით გადაღებულმა „ჯეიმს ბონდის“ სერიებმა განსაზღვრა ფილმების მომდევნო სერიების საერთო სტილი და განწყობა.

კონერის კარიერა 50-იან წლებში დაიწყო, პირველი დასამახსოვრებელი როლი 1962 წელს, ფილმ Dr. No-ში შეასრულა. მას მოგებული აქვს არაერთი ცნობილი ჯილდო, მათ შორის, ოსკარი, ოქროს გლობუსი, BAFTA და სხვა. 2000 წელს გახდა ბრიტანეთის იმპერიის რაინდი და მიიღო სერის წოდება.

 

კომენტარები