მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა – საპატრიარქოს ტელევიზიის

მსახიობ კახა მიქიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. კახა მიქიაშვილი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის, „ერთსულოვნების“ თანამშრომელია.

მისი განცხადებით, ვირუსი მეგობრისგან გადაედო. მეგობრისთვის ვირუსის დადგენის შემდეგ, სამსახურში არ მისულა.

საქართველოში კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 თბილისში, იმერეთში 99, ქვემო ქართლში 31, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 ახალი შემთხვევა, შიდა ქართლში 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში 5, კახეთში 3, სამცხე-ჯავახეთში ერთი, 4 შემთხვევა კი იმპორტირებულია.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5971 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები